შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გიგი უგულავამ ხონში უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე ვანში.
უშუალოდ ვანში უგულავამ ხმების 36.73% მიიღო, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან”, გივი ჭიჭინაძემ – 60.21%.
ხონში უგულავამ მიიღო ხმების 40.08%, ხოლო გივი ჭიჭინაძემ – 55.43%.
ამასთან უგულავამ ვანში 3 საარჩევნო უბნის მოგება მოახერხა, ხოლო ხონში – 5-ის.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანდა და ერთ 60 საარჩევნო უბნიან ოქლად ჩამოყალიბდა. გუშინ გამართულ შუალედურ არჩევნებში ამ ერთ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:
№2 გიორგი უგულავა – 10 404 (38.38%)
№17 გიორგი ლილუაშვილი – 124 (0.46%)
№21 ზურაბ ქართველიშვილი – 59 (0.22%)
№23 მამუკა ტუსკაძე 399 – (1.47%)
№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 – (57.86%)
№42 ვასილ კოპალიანი 436 – (1.61%)
შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ენმ-მ.
- ცესკოს ცნობით, 28 აპრილს გამართულ შუალედურ არჩევნებში, 60 საარჩევნო უბანზე, სადაც სულ 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ამომრჩევლების 57.9 % მივიდა.
- პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძოდა.
- საიამ განაცხადა, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, ISFED -ი გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს.