გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტის დეპუტატი, ვანის და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა.

“ვადასტურებ, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება უკვე დამტკიცებულია ჩემი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფროსის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით,”- განუცხადა ლილუაშვილმა “კურიერს”.

გრიგოლ ლილუაშვილი, ვიდრე პარლამენტში აირჩევდნენ, 2016 წელს თბილისის მერის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე “ქართუში” სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა:

  • თბილისის მუნიციპალიტეტი, მერის მოადგილე (2016 – 2016)
  • ს/ს „ქართუ-ბანკი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2015 – 2016)
  • „ქართუ“ ჯგუფი, გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2015 – 2016)
  • შპს Old City Development, გენერალური დირექტორი (2014 – 2016)
  • შპს „ბურჯი“, გენერალური დირექტორი (2013 – 2014)
  • შპს „ქართუ მშენებელი“, გენერალური დირექტორის მოადგილე (2008 – 2013)
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი