მარგველაშვილი: უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა

დღეს, 28 აპრილს, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და შრომის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“28  აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. ამიტომ ყველამ, და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის.
ჩვენ ისე უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ ისე, რომ არ დავკარგოთ  ყველაზე მთავარი ღირებულება  –  ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე”, – აცხადებს პრეზიდენტი.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან