სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძღოლს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილა დაეცა.

შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს, მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.