ახალი ამბები

თბილისში მთის გამაგრების სამუშაოებისას ორი მუშა დაიღუპა

14 მაისი, 2023 • 3306
თბილისში მთის გამაგრების სამუშაოებისას ორი მუშა დაიღუპა

თბილისში, სვანეთის უბანში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა.

„ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა“, — აცხადებენ თბილისის მერიაში.

შემთხვევა დღეს, 14 მაისს, შუადღისას მოხდა.

ჩამოშლილი მთის ფერდი თბილისში. 14 მაისი. ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი