კვირიკაშვილი: გული დამწყდება, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას

“მე ძალიან გული დამწყდება, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, რომ ის არ დატოვებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, დღევანდელ პირობებში, ამ დემოკრატიის პირობებში, უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის. არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის“  – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 9 აპრილს, ჟურნალისტებთან.

გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევა დაასახელა.  

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა.

გედევან ფოფხაძის განცხადებას თან მოჰყვა რამდენიმე პარლამენტარის ბოდიში, რომელთაც ჯერ ხმა მისცეს ნინია კაკაბაძეს, შემდგომ კი პატიება ითხოვეს, მათ შორის არიან: მარიამ ჯაში და თამაზ ნავერიანი. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com