ზვიად დევდარიანი პრესკონფერენციას გამართავს და სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს

ხვალ, 13 საათზე, სიდას ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

საადვოკატო კომპანია „გაბუნია და პარტნიორებში”, აცხადებენ, რომ დევდარიანი  “მის მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს” და პრესკონფერენციაზე ამის შესახებ განაცხადებს.

საადვოკატო კომპანიაში მეტ დეტალს არ აკონკრეტებენ, თუმცა მეორე ორგანიზაციაში (სტრატეგიული დაგეგმვის კომუნიკაციების ცენტრი), რომელიც უშუალოდ ამ პრესკონფერენციას აორგანიზებს, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დევდარიანი სამართლებრივი დავის დაწყებას მედიის წინააღმდეგ არ აპირებს.

ზვიად დევდარიანი არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა ის ბრალდებებს უარყოფს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებაც.

ამავე თემაზე გირჩევთ

რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები

ლომჯარია დევდარიანის საქმეზე: მონათხრობი სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებსაც შეიცავს

ზვიად დევდარიანი “სიდას” დირექტორი აღარ არის

ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com