ახალი ამბები

სამხედრო მოძღვარი: თავდაცვის მინისტრთან არმიაში სუიციდის ფაქტებზე ვისაუბრეთ

16 ოქტომბერი, 2013 • • 1884
სამხედრო მოძღვარი: თავდაცვის მინისტრთან არმიაში სუიციდის ფაქტებზე ვისაუბრეთ

“ ჩვენ რამოდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცებიდან ზოგმა სცადა, ზოგმა მოახერხა, სამწუხაროდ, სუიციდი. ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია, ამიტომაც ჩვენ აქედან დავიწყეთ საუბარი, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ანალიზი გავაკეთეთ, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი ამისა, თუმცა ამას დიდი სოციალური და ფსიქოლოგიური კვლევა სჭირდება, დაიგეგმება და გაკეთდა უკვე პროექტი ჯარში ფსიქოლოგიური სამსახურისა. და ფსიქოლოგების და სასულიერო პირების ერთობლივი მუშაობით მე მაქვს იმედი იმისა, რომ ის ხარვეზები, რაც არის დღეს ზოგადად, აღმოიფხვრება და ჩვენი ჯარი იქნება მტკიცე, ჭეშმარიტი დამცველი თავისი ქვეყნისა”, – განაცხადა დეკანოზმა დავიღ ლონდარიძემ.

 

 

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრთან საუბარი შეეხო  ჯარში მოტივაციის ამაღლების და შინაგანი დისციპლინის, ასევე,, მოსული კონტიგენტის განათლების საკითხებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ჯარისკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სულიერ მოძღვრებთან ურთიერთობა და ამის საშუალება უნდა ჰქონდეს ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს:

“ჩვენ ვისაუბრეთ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ზოგადად, საზოგადოებასთან და ჯარშიც,  და ერთობლივი პოლიტიკა შევიმუშავეთ დღეს, რომ ჯარში მათი[სასულიერო პირების] საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ვისაუბრეთ სხვა არაქრისტიანული აღმსარებლობის ჩვენს თანამოქალაქეებზე, როგორ უნდა უზრუნველვყოთ მათი უფლება, რომ ხელმისაწვდომი იყოს სხვა კონფესიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან ეფექტური”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, კაპელანებთან შეხვედრა სამ თვეში ერთხელ გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი