ახალი ამბები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

29 სექტემბერი, 2023 • 1668
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება და ეს თანხა გათვალისწინებულია ბაზების რეაბილიტაციის და მიმდინარე მშენებლობებისთვის.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ წლის პირველ ნახევარში 618 მილიონ ლარამდე ხარჯი გაწია, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 95%-ია.

„ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები, რაც გამოიხატა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში. ამან ქვეყანას მისცა დამატებითი შემოსავლები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია, რაც გამოიხატება, როგორც ბიუჯეტის დეფიციტის, ასევე ვალის მოცულობის შემცირებაში. ამან შესაძლებლობა მოგვცა 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ნაკლები ყოფილიყო კონსოლიდაციის საჭიროება და, შესაბამისად, თანხები მიიმართა ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც დღის წესრიგში იდგა 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, მათ შორის, ეს იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსება, რომელიც გასულ წელთან შედარებით 350 მილიონი ლარით გაიზარდა.

გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ჯარისკაცების, უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციელების ხელფასების 20%-იან ზრდაში გამოიხატა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი