გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს

სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს. ისინი საქართველოში სპეცრეისით გუშინ ჩამოვიდნენ.

“გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა, არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება, არ მაქვს უფლება დავასახელო თუ რამდენი იქნა ქვეყნიდან გამოშვებული. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ხშირად, არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი,”- აღნიშნა ჟურნალსიტებთან საუბრისას კომპანია “ფრონტექსის” წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ. მოქალაქეთა დეპორტაციის პროცესს სწორედ აღნიშნული კომპანია უწევს მონიტორინგს.

თავად მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ისინი გერმანიაში 3 თვეზე მეტხანს იმყოფებოდნენ, რაც უვიზო რეჟიმის ვადების დარღვევაა. მათი თქმით, გადაწყვეტილება გერმანულმა სასამართლომ გამოიტანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან