შსს: ვალის გადაუხდელობის მოტივით კაზრეთში კაცი მოკლეს

ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში შსს-ს თანამშრომლებმა 55 წლის კაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა 54 წლის ნათესავს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა ვალის გადაუხდელობის მოტივით მოხდა – მოკლულს ბრალდებულისთვის 7 000 აშშ დოლარი ემართა, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებდა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, რაც 4-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან