ახალი ამბები

სამეგრელოში ყალბ 100-ლარიანებს ასაღებდნენ – საგამოძიებო სამსახური

12 მარტი, 2018 • 1625
სამეგრელოში ყალბ 100-ლარიანებს ასაღებდნენ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში დიდი ოდენობით ყალბი 100-ლარიანების გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს  დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღებაზე (სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი