ახალი ამბები

ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

7 დეკემბერი, 2023 • 626
ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოიღეს  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 7 წლამდე ვადით.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა – მხილების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი