ირანელი ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩადრის მოხსნის გამო 2 წლით დააკავეს

ირანელი ქალს, რომელმაც თეირანის ცენტრში პროტესტის ნიშნად ჩადრი მოიხსნა, სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს.

ირანელმა ქალმა ჩადრი თეირანის ცენტრში დემონსტრაციულად მოიხსნა. ფოტო: ავტორი უცნობია

აღნიშნული ქალის ფოტო დეკემბერში გავრცელდა და მედიამ მას “გოგონა ენგელაბის ქუჩიდან” შეარქვა. შემდგომ ის გახდა სახე ჩადრების წინააღმდეგ ქალთა საპროტესტო მოძრაობისა, რომლებმაც მის საპატივცემულოდ “Girls of the Enghelab Street” (“გოგონები ენგელაბის ქუჩიდან”) დაირქვეს. ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დემონსტრაციულად იხდიდნენ თავსაბურავებს.

ქალის სახელს ირანი არ ასაჯაროებს, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალად “მორალური გახრწნის წაქეზება” ედება.

გამოცემის თანახმად, ირანის სასამართლოს ცნობით, ქალს სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ბოლო რამდენიმე კვირაში ირანში მსგავსი ბრალდებით ათობით ქალი დააკავეს. უმეტესობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავსაბურავის სავალდებულო ტარების წესის დარღვევას ედავებიან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან