ახალი ამბები

აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა

3 თებერვალი, 2024 • 1863
აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა იუწყება, რომ ერაყსა და სირიაში დაბომბა ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის „ქუდსის“ დანაყოფთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტები.

„ამერიკულმა ძალებმა დაბომბეს 85 ობიექტზე მეტი, მათ შორის სასარდლო და საკონტროლო საოპერაცო ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, ტყვია-წამლისა და ავტომობილების საწყობები, მომარაგების ჯაჭვები“, – ვკითხულობთ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნებულ განცხადებაში. დაბომბვა, მათ შორის, განახორციელებს B1 ტიპის ბომბდამშენებმა [გარეკანის ფოტოზე].

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დაიბომბა ობიექტები, რომლებსაც რევოლუციის დამცველთა კორპუსი და დაკავშირებული ჯგუფები იყენებენ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. „დღეს ჩვენ საპასუხო ზომები მივიღეთ. გავაგრძელებთ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. აშშ არ ისწრაფვის კონფლიქტისკენ ახლო აღმოსავლეთში ან სადმე სხვაგან. მაგრამ, ვინც კი შეეცდება თავს დაგვესხას, იცოდნენ: გიპასუხებთ“, – ამბობს იგი.

აშშ-ის არმიის ოპერატიული სარდლობის ხელმძღვანელმა, დაგლას სმიტმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და განადგურდა პრო-ირანული ჯგუფების იარაღი. „როიტერსი“ აღნიშნავს, რომ არაა ცნობილი, დაიღუპნენ თუ არა ამ დაჯგუფებების წევრები.

აშშ-ის ოპერაციას წინ უძღოდა 28 იანვარს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა დრონებით, რასაც 3 სამხედრო შეეწირა. ამაში პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდასხმაში სირიაში მოქმედი, ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი