ახალი ამბები

CNN: ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრების პირასაა

27 თებერვალი, 2018 • 1688
CNN: ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრების პირასაა

პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრების პირასაა.  წყაროზე დაყრდნობით CNN წერს, რომ გაკოტრების შესახებ კომპანია რამდენიმე დღეში ოფიციალურად განაცხადებს.

“მულტიმედია კომპანია” ძმებმა ბობმა და ჰარვი ვაინშტაინებმა 2005 წელს დააფუძნეს. The New York Times-ის ინფორმაციით, ვაინშტაინის კომპანია ერთ-ერთ კომპანიასთან გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწრმოებდა. შეთანხმების შემთხვევაში, მყიდველს ვაინშტაინის კომპანიაში დაახლოებით 275 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, 225 მლნ აშშ დოლარი კი ვალად უნდა ეღიარებინა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. როგორც გამოცემა წერს, ვაინშტაინის კომპანია გაკოტრებისგან თავის არიდებას გასული წლის ოქტომბრიდან ცდილობს.

სწორედ ამ პერიოდში ჰოლივუდის პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში 40-მა მსახიობმა ქალმა დასდო ბრალი. ვაინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა. ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ. გაზეთს თავისი ისტორია მსახიობმა ეშლი ჯადმა გაუზიარა.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში, მისი დაუფძნებულია “მირამაქსი” და “ვაინშტაინ კომპანი”. იგი მის ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მას დაშორდა ცოლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი