ახალი ამბები

ჰარვი ვაინშტაინს დამატებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

24 თებერვალი, 2023 • 804
ჰარვი ვაინშტაინს დამატებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი: თამთა კევლიშვილი

ჰოლივუდის კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს დამატებითი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით.

2020 წლიდან ვაინშტაინი 23-წლიან პატიმრობას იხდის გაუპატიურების სხვა საქმეზე ნიუ-იორკში. მიმდინარე წლის 23 თებერვალს კი, 2013 წლის საქმეზე, რომელიც მოდელის გაუპატიურებას ეხება, მას ლოს ანჯელესში 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დეკემბერში ლოს ანჯელესის ნაფიცმა მსაჯულმა ვაინშტაინი დამნაშავედ ცნო გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით ევროპელი მსახიობისა და მოდელის წინააღმდეგ, რომელმაც ჩვენების დროს ანონიმური სახელი „ jane doe 1 “ გამოიყენა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ოთხი ქალის ბრალდებები განიხილეს, მაგრამ ვერ გამოტანეს ვერდიქტი 2 ქალზე, მათ შორის, მსახიობ სიბელ ნიუსომზე.

CNN-ის ინფორმაციით, ლოს ანჯელესის სასამართლოს პროკურორებმა განაცხადეს, რომ ვაინშტაინი იყო ძლიერი ფიგურა, რომელიც იყენებდა თავის გავლენას ქალებთან პირადად შესახვედრად, მოსატყუებლად, თავდასხმისთვის და შემდეგ გასაჩუმებლად, ახლა კი ირწმუნება, რომ არავინ გაუუპატიურებია და არც არავისთის მიუყენებია შეურაცხყოფა.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში, მისი დაფუძნებულია „მირამაქსი“ და „ვაინშტაინ კომპანი“. სწორედ მისი ხელი ურევია, ისეთი ფილმების წარმოებაში, როგორიცაა: „Pulp fiction” , “Clerks” , “ Shakespeare in love” .

2017 წელს The New York Times-მა და The Newyorker-მა გამოაქვეყნა სტატიები მის მიერ ჩადენილ სექსუალური ძალადობასთან და შევიწროებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით დაიწყო ცნობილი მოძრაობა  #Metoo. სწორედ ამის შემდეგ უამრავმა ქალმა შეძლო ხმის ამოღება და საკუთარი ისტორიის გაზიარება. ვაინშტაინი ათწლეულობის განმავლობაში ავიწროვებდა ქალებს და დღემდე 100-მდე ქალი არსებობს, რომლებსაც მსგავსი ისტორია აკავშირებთ მასთან.

ჰარვი ვაინშტაინს, ჯამში, 39-წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი