ახალი ამბები

ჰარვი ვაინშტაინს ციხეში კორონავირუსი დაუდგინდა

23 მარტი, 2020 • 855
ჰარვი ვაინშტაინს ციხეში კორონავირუსი დაუდგინდა

სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში მსჯავრდებულ ჰარვი ვაინშტანს ციხეში კორონავრუსის დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც BBC წერს, ჰოლივუდის ყოფილი პორდიუსერი, რომელიც ათეულობით ქალმა ძალადობასა და შევიწროებაში დაადანაშაულა, ახლა იზოლაციაში იმყოფება.

ვაინშტანის გარდა იმავე დაწესებულებაში კორონავირუსი კიდევ ორ პატიმარს დაუდგინდა. კარანტინში გადაიყვანეს ციხის პერსონალიც.

ჰარვი ვაინშტაინი გასულ თვეს ნიუ იორკის სასამართლომ წარდგენილი 5 ბრალდებიდან ორში დამნაშავედ ცნო. 67 წლის პროდიუსერი სასამართლო პროცესზე შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლით გამოცხადდა. მან თქვა, რომ “ღრმა სინდისის ქენჯნას” განიცდის, მაგრამ აბსოლუტურად დაბნეულია იმის გამო, რაც მოხდა.

ვაინშტაინის მიმართ პირველი ბრალდებები 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა, რის შემდეგაც კიდევ ათობით ქალმა დასდო ვაინშტაინს ბრალი. იმავე დროს წარმოიქმნა #MeToo მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთ ისტორიებს ასაჯაროებდნენ.

ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი