ახალი ამბები

ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

11 მარტი, 2020 • 2812
ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინი 23 წლით პატიმრობა შეეფარდა.

ჰარვი ვაინშტაინი გასულ თვეს ნიუ იორკის სასამართლომ წარდგენილი 5 ბრალდებიდან ორში დამნაშავედ ცნო.  67 წლის პროდიუსერი სასამართლო პროცესზე შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლით გამოცხადდა. მან თქვა, რომ “ღრმა სინდისის ქენჯნას” განიცდის, მაგრამ აბსოლუტურად დაბნეულია იმის გამო, რაც მოხდა.

ვაინშტაინის მიმართ პირველი ბრალდებები 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა, რის შემდეგაც კიდევ არაერთმა ათეულმა ქალმა დასდო ვაინშტაინს ბრალი. იმავე დროს წარმოიქმნა #MeToo მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ.

ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.

 

ვაინშტაინი სასამართლომ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი