ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გამყარდა. ხვალ, 24 იანვარს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.51 ლარი იქნება, ერთი ევროს ღირებულებამ კი 3.07 ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი სამუშაო დღეებში დღეში ერთხელ ითვლება. ოფიციალური კურსი წინა სავაჭრო დღეს სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს წარმოადგენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.