ოსური მედიის ცნობით, ფიფა ბლოკავს ფეხბურთის ჩემპიონატზე ბილეთების ონლაინ შეძენას

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ბილეთებს ონლაინ რეჟიმში ვერ ყიდულობენ.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი სერგეი ზასეევი აცხადებს, აღნიშნული სიტუაციიდან მაინც არსებობს გამოსავალი.

“ფიფას მიზანია მთელ პლანეტაზე ფეხბურთის განვითარება, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, ხელმისაწვდომობა, მსოფლიო მასშტაბით შეჯიბრებებზე გულშემატკივრობა, და რას ვიღებთ?  – ორგანიზაცია ბილეთების გაყიდვას ბლოკავს. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებითვის არსებობს გამოსავალი. რესპუბლიკის მოსახლეობის 90%-ს ოსური მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. უნდა გამოვიყენოთ ეს და ბილეთები  რუსეთის მოქალაქის მონაცემებით შევიძინოთ”.

მისივე ცნობით, ანალოგიურ სიტუაციაში არიან მოქალაქეები აფხაზეთსა და ყირიმში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი