22-24 დეკემბერს თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

22-24 დეკემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელით.

“სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ასოციაციის დაპირებით,  მოზარდებისთვის განკუთვნილი იქნება საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

ფესტივალის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების დეტალურ პროგრამს ასოციაცია მოგვიანებით გაავრცელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com