ახალი ამბები

არ გაგვიკვირდება, ექსტრადიციაზეც რომ წავიდნენ – სააკაშვილის ადვოკატი

5 დეკემბერი, 2017 • 1387
არ გაგვიკვირდება, ექსტრადიციაზეც რომ წავიდნენ – სააკაშვილის ადვოკატი

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები მიხეილ სააკაშვილის თბილისში ექსტრადიციაზე შეთანხმდებიან. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ექსტრადიციის გადაწყვეტილება უკანონო იქნება, რადგან უკრაინას 2 წლის წინ უკვე აქვს ქართული მხარისთვის ნათვქამი, რომ სააკაშვილის გადმოცემას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

სააკაშილის ადვოკატის თქმით, უკრაინაში სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული, რადგან ეს უკანასკნელი იქ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა და არაფერი დაუშავებია.

“ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად, გაგვიჭირდება კომენტარის გაკეთება [დაკავების შემდგომ პროცედურებზე], თუმცა იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულია. მოკლედ, იმდენად დიდ უკანონობაზე მიდის უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებებიც, რომ ამ ნაბიჯზეც [ექსტრადიციაზე] რომ წავიდნენ, არ გაგვიკვირდება”, – ამბობს ბექა ბასილაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი