ახალი ამბები

unian – სააკაშვილის სახლში ჩხრეკა ყოფილი ხელისუფლებისგან მიტინგების დაფინანსებას უკავშირდება

5 დეკემბერი, 2017 • 1571
unian – სააკაშვილის სახლში ჩხრეკა ყოფილი ხელისუფლებისგან მიტინგების დაფინანსებას უკავშირდება

საინფორმაციო სააგენტო უნიანი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა უკავშირდება მის მიერ ორგანიზებული მიტინგების დაფინანსებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.

ამასთან, უნიანი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩხრეკა უკავშირდება მიტინგების დაფინანსებას, რომელიც კიევში სააკაშვილის მიერ იყო ორგანიზებული. ამ წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ მიტინგებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აფინანსებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი