ახალი ამბები

NDI: 47 პროცენტი ძლიერ ოპოზიციურ პარტიად “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს

15 ივლისი, 2013 • • 1046
NDI: 47 პროცენტი ძლიერ ოპოზიციურ პარტიად “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს

გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა 12 პროცენტი ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს. 4 პროცენტისთვის ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა უმნიშვნელოა, ხოლო 7 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

 

გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობაა”, 5 პროცენტი ასეთად “ქართულ ოცნებას ასახელებს. 4 პროცენტი კი “დემოკრატიულ მოძრაობა –ერთიან საქართველოს, ” 3 პორცენტი- “ლეიბორისტულ პარტიას”, 3 პროცენტი- ქრისტიანულ–დემოკრატიულ მოძრაობას, და ასევე 3 პროცენტი- “:თავისუფალ საქართველოს.”

 

გამოკითხულთა 19 პროცენტის აზრით, ოპოზიციის ნიშას არცერთი პარტია არ იკავებს. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 13 პროცენტს, ხოლო პასუხზე უარს აცხადებს 2 პროცენტი.   

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი