ახალი ამბები

„69%-ის აზრით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას შეიძლება, ნეგატიური გავლენა ჰქონდეს“ – NDI

2 თებერვალი, 2023 • 1537
„69%-ის აზრით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას შეიძლება, ნეგატიური გავლენა ჰქონდეს“ – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციას შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს.

კითხვაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე, გამოკითხულთა 69% აცხადებს, რომ უარყოფითი, 17% მიიჩნევს, რომ დადებითი, 6%-ის აზრით კი ამას არანაირი გავლენა არ აქვს საქართველოზე.

ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია.

კერძოდ, გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ მიუღებელია, 29%-ის აზრით კი მისაღებია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია ორგანიზაციის წინა გამოკითხვასთან შედარებით, რომელიც 2022 წლის მარტში ჩატარდა.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი