ახალი ამბები

მერიაში უარყოფენ, რომ ყოფილი მერის მოადგილე კალაძეს დაუპირისპირდა

29 ნოემბერი, 2017 • 1703
მერიაში უარყოფენ, რომ ყოფილი მერის მოადგილე კალაძეს დაუპირისპირდა

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ გიგა ნიკოლეიშვილი კახა კალაძეს არ დაპირისპირებია.

გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც 2016 წლიდან მერის მოადგილე იყო, 13 ნოემბერს ახალმა მერმა კახა კალაძემაც წარადგინა ამ თანამდებობაზე, თუმცა ერთ კვირაში ნიკოლეიშვილი დაცვის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

“მინდა კატეგორიულად უარვყო დაპირისპირება. ეს არის აბსურდი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბატონმა გიგამ თანამდებობა დატოვა, ისაა, რომ ის დაინიშნა დაცვის პოლიციის უფროსად. როგორ უნდა მოგვესწრო ერთ კვირაში დაპირისპირება. ბატონ გიგას დიდ პატივს ვცემთ. დიდი სურვილი გვქონდა, რომ გვეთანამშრომლა, თუმცა მან საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩაიბარა და მინდა წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ დღეს, 29 ნომებერს, გამართული თბილისის მთავრობის სხდომის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი