ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის ბავშვთა სახლის დირექტორი დაითხოვეს

22 ნოემბერი, 2017 • 2962
ახალგორის ბავშვთა სახლის დირექტორი დაითხოვეს

ახალგორის [ლენინგორის] რაიონის ბავშვთა სახლის დირექტორი ზაირა ელკანოვა თანამდებობიდან დაითხოვეს. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო “რესი” წერს რაიონის ხელმძღვანელის, ფილიპ ხაჩიროვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამართალმდაცავების მიერ შემოწმების დროს პროფესიული დარღვევები აღმოაჩინეს.

ზაირა ეკლანოვა ახალგორის ბავშვთა სახლ-ინტერნატში 20 წელიწადზე მეტია მუშაობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის გამარჯვების შემდეგ ახალგორის რაიონში თითქმის ყველა ხელმძღვანელი პირი შეცვალეს.

ახალგორის ბავშვთა სახლში დარღვევების, მათ შორის ბავშვთა უფლებების კუთხით არსებული დარღვევების შესახებ სოციალურ ქსელებში ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც წერდა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი