ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგლოევი ახალგორელებს ჰპირდება, ქართულ მხარეს დარჩენილ ოჯახის წევრებს შეახვედრებს

19 ივლისი, 2023 • 10360
გაგლოევი ახალგორელებს ჰპირდება, ქართულ მხარეს დარჩენილ ოჯახის წევრებს შეახვედრებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, რომელმაც 18 ივლისს ახალგორელებთან “მათ პრობლემებზე სასაუბროდ” შეხვედრა გამართა, დაპირება გასცა, რომ “სახელმწიფო საზღვრის” [ქართულ მხარეთან გამშვები პუნქტი] კვეთისთვის საჭირო საშვების პრობლემა გადაიჭრება.

ოსური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ალან გაგლოევმა ახალგორელებს მოუწოდა, ხმამაღლა მოეყოლათ საკუთარ პრობლემებზე, რაზეც მოსახლეობამ ერთხმად განაცხადა, რომ თვეებისა და წლების განმავლობაში ახლობლების, მათ შორის ქართულ მხარეს დარჩენილი სტუდენტი შვილების, ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ.

“მოამზადეთ დოკუმენტები, თუმცა, მხოლოდ ახლო ნათესავებისთვის. და შემხვედრ ნაბიჯზე წამოვალ, რომ თქვენს შვილებს შეხვდეთ”, – უთხრა გაგლოევმა ახალგორელებს.

2022 წლის 20 აგვისტოს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონში “რაზდახანის” და ჯავის რაიონში ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტები გახსნა. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტები ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე იმუშავებდა, თუმცა, ადგილობრივები საშვების გაცემის რთულ პროცედურაზე საუბრობენ.

გზა გაიხსნა, საშვის აღება კი გართულდა – ახალი თავსატეხი ახალგორელებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი