ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის ხელმძღვანელად მილიციის ყოფილი გენერალ-მაიორი დანიშნეს

25 ოქტომბერი, 2023 • 2235
ახალგორის ხელმძღვანელად მილიციის ყოფილი გენერალ-მაიორი დანიშნეს

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის კონტროლქვშ გადავიდა, ახალი ხელმძღვანელი, დე ფაქტო შს მინისტრის ყოფილი მოადგილე [2012 წელს დაინიშნა] და მილიციის ყოფილი გენერალ-მაიორი, მურთაზ ვალიევი დანიშნეს.

შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოაწერა ხელი.

ამ თანამდებობაზე მან ილარიონ გაგიევი შეცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი