ახალი ამბები

21 ნოემბერი – ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

20 ნოემბერი, 2017 • 1937
21 ნოემბერი – ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი – 5 თეთრით.

ეროვნული ბანკის 21 ნოემბრის კურსით, ერთი დოლარი 2.6890 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 3.1717 ლარი.

ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნების შემდეგ, 24 ოქტომბრიდან  დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი