ახალი ამბები

ლარი დოლართან თითქმის 2, ევროსთან კი თითქმის 4 თეთრით გამყარდა

5 სექტემბერი, 2022 • 920
ლარი დოლართან თითქმის 2, ევროსთან კი თითქმის 4 თეთრით გამყარდა

5 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ 6 სექტემბერს იქნება ძალაში ლარი აშშ დოლართან თითქმის 2 თეთრით გამყარდა. 6 სექტემბერს ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8795 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0161 ლარით ნაკლებია.

ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთანაც. ევროსთან ოფიციალური კურსის ცვლილებამ თითქმის 4 თეთრი შეადგინა. შესაბამისად, 6 სექტემბერს ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8599 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0351 ლარით ნაკლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი