ახალი ამბები

ელჩი: საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავება უვიზო რეჟიმს საფრთხეს არ შეუქმნის

17 ნოემბერი, 2017 • 2369
ელჩი: საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავება უვიზო რეჟიმს საფრთხეს არ შეუქმნის

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე -დელონეს განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხეს არ შეუქმნის:

“აბსოლუტურად არ მაქვს ეს შიში ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში, არ ვიცი, ეს მოქალაქეები აქ როგორ იყვნენ, შეიძლება მათ ჰქონდათ აქ ყოფნის უფლება, შეიძლება არ ჰქონდათ. ეს უნდა გაირკვეს. ეს სულ სხვა თემაა და არ მგონია, რომ 37 კაცმა, რეალურად უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნას”,- განაცხადა ელჩმა “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.

მისივე თქმით, დაკავებულ პირებს საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის არ მიუმართავთ:

“ერთადერთ, რაც შემიძლია გითხრათ, მათ არ მოუმართვთ საელჩოსათვის, როდესაც დაკავება ხდება, მათ განუმარტავენ, რომ შეუძლიათ დაუკავშირდენენ და ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ არ დაგვკავშირებიან ამ შემთხვევაში საკონსულოს, ოფიციალურად”.-გვეუბნება ელჩი.

შსს-ს ცნობით, საფრანგეთში საქრთველოს 26 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანც  5 ე.წ. “კანონიერი ქურდია”. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სულ დაკავებულია  კრიმინალური დაჯგუფების  37 წევრი. ეკა სირაძე-დელონემ განგვიმარტა, რომ საუბარია, არა”ქართული მაფიის”, არამედ “პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაფიოზური დაჯგუფების” დაკავებაზე.  le parisien წერს, რომ დაკავებულებს ბრალად საფრანგეთის და ევროპის მასშტაბით სახლების და მაღაზიების დაყაჩაღება ედებათ და მათ მიერ მიყენებული ზარალი დაახლოებით რამდენიმე მილიონი ევროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი