ახალი ამბები

ახალი დეტალები პარიზში დაკავებულ ქართველებზე – ფრანგული მედია

17 ნოემბერი, 2017 • 2439
ახალი დეტალები პარიზში დაკავებულ ქართველებზე – ფრანგული მედია

ცნობილი ხდება ახალი დეტალები საფრანგეთში დაკავებულ ქართველებზე, რომელთა შორის ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან.

le parisien-ის ცნობით, ქართველები, რომლებიც ორშაბათს დააკავეს,  ეჭვმიტანილნი არიან  სახლების და მაღაზიების გაქურდვაში.

გამოცემის ცნობით, გამოძიების მასალებით, დაჯგუფება სულ მცირე სამი წლის განმავლობაში საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში სახლებსა და მაღაზიებს აყაჩაღებდა და მათ მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

გამოძიება ასევე ეჭვობს, რომ დაჯგუფებას ჰქონდა შექმნილი კომპანიები, რომელსაც რუსები ედგენენ სათავეში და ამ კომპანიებს ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ.

ფრანგული მედიის ცნობით დაკავებისას ამოიღეს 70 ათასი ევრო და ე.წ. “ატმიჩკები” [ კარების გასაღები ინსტრუმენტები].

საფრანგეთში საქართველოს 27 მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორის ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან. ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულია 37 ქართველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი