ნარმანია: მერად ყოფნისას “ქამრების მოჭერით” 30 მილიონზე მეტი დავზოგეთ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მისი მერად ყოფნის პერიოდში “ქამრების შემოჭერის” შედეგად 30 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს.

“ჩვენი მთავარი მიზანი იყო საბიუჯეტო რესურსების ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხების საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტებისკენ მიმართვა. “ქამრების შემოჭერის” შედეგად 30 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის დაწურვის შედეგად მივიღეთ და შესაბამისად მინართულია სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ფინანსების მოსაძიებლად სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

დღეს, 9 ნოემბერს, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა თავისი ხელმღვანელობით. მთავრობის სხდომაზე სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად მერად მუშაობა შეაჯამა 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com