საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ კრნადაკი. ფოტო: ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მოგზაურობა ოქტომბრიდან უვიზოდ შეუძლიათ, ამის შესახებ ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 14 ოქტომბერს შევიდა ძალაში.  

“საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 14 ოქტომბერს ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს ყოველ  180 დღეში შეეძლებათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა, ოღონდ იმ პირობით, რომ თითო ვიზიტი 30 დღეს არ აღემატება.ამ ეტაპისთვის სხვა რაიმე დეტალები უცნობია.” – განმარტავს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2017 წლის 14 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეებს ბოსნია და ჰერცეგოვინას ვიზის აღება თურქეთის საკონსულოში შეეძლოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან