ახალი ამბები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა

7 მარტი, 2022 • 3032
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა

არაბთა გაერთიანებული საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.

ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით“, – იუწყება საელჩო.

აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.

ტურისტული, 30-დღიანი ვიზის მიღება სირთულეებს არ უკავშირდებოდა, – ხშირად საქართველოს მოქალაქეები ტურისტული სააგენტოების გავლით იღებდნენ ვიზას, რაშიც დაახლოებით 80-დან 150 დოლარს იხდიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების ზუსტი თარიღი, მაგრამ, საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მხოლოდ „გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობები“ უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი