კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და პროცესს მადრიდი არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ აღიარებს.
კატალონიის პარლამენტში მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების შეფარდება 70-10-ზე იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
დაძაბული სიტუაცია მადრიდსა და კატალონიას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა.
ესპანეთი კატალონიის ავტონომიის გაუქმების პროცედურას იწყებს.