ახალი ამბები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კატალონიის პარლამენტი დაითხოვა

28 ოქტომბერი, 2017 • 2148
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კატალონიის პარლამენტი დაითხოვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის პარლამენტი დაითხოვა. BBC-ის ინფორმაციით, პრემიერმა ასევე გაათავისუფლა კატალონიის ავტონომიის ლიდერი და მისი მთავრობა.

“ამ ეტაპზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა ჩვენ ასევე  გვჭირდება თავდაჯერება. სახელმწიფოს აქვს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მშვიდობიანად აღვადგინოთ ქვეყანაში კანონიერება,”-განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

დღეს კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ესპანეთში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც კატალონიამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ ცნო.

კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, რეფერენდუმზე მისული ადამიანების 90%-მა კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი