მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები დასახელდნენ

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა არჩევნებში ხუთი მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას: მერაბ ჯორბენაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო), ნათია ქუთათელაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო), მურთაზ კაპანაძე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლო), გიორგი სულაკაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო) და გიორგი ტყავაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო).

ეს კანდიდატურები დღეს, 16 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მიმდინარე მოსამართლეთა რიგით მეათე კონფერენციაზე დასახელდნენ. მოსამართლეები დღეს სადისციპლინო კოლეგიის მხოლოდ 3 წევრს ირჩევენ ფარული კენჭისყრით, კონფერენციაზე დამსწრე წევრთა 2/3–ის უმრავლესობით. სულ აღნიშნული კოლეგია 5 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 2 არამოსამართლე წევრს საქართველოს პარლამენტი აირჩევს.

 

დღესვე ამავე კენჭისყრის ფარგლებში მოსამართლეები ადმინისტრაციული კომიტეტის 2 წევრსაც აირჩევენ ასევე ფარული კენჭისყრის წესით.  ამ თანამდებობეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების: ლევან თევზაძის, ელისო ტუკვაძის და ბესიკ ბუგიანიშვილის კანდიდატურები დასახელდნენ.

 

კენჭისყრის პროცესი 14:30 საათზე დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge