ახალი ამბები

კობახიძე: მეორე ტურები ხუთ მუნიციპალიტეტშია მოსალოდნელი

22 ოქტომბერი, 2017 • 1995
კობახიძე: მეორე ტურები ხუთ მუნიციპალიტეტშია მოსალოდნელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს 5 მუნიციპალიტეტშია მოსალდნელი მერის არჩევნების მეორე ტურის გამართვა, ესენია: ქუთაისი ოზურგეთი, ბორჯომი, ხაშური, ყაზბეგი.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, ოზურგეთში, სადაც 62–დან 46 უბანია დათვლილი, ქართული ოცნების კანდიდტმა მიიღო ხმების 44.03%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ – 40.82%. მეორე ტურის შემთხვევაში, სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

ბორჯომში, ცესკოს 30–დან 19 უბანი აქვს დათვლილი და წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ მიიღო ხმების 41.18%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ – 39.75%. მეორე ტურის შემთხვევაში სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

ხაშურში 52–დან 40 უბანი აქვს დათვლილი ცესკოს და წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმების 40.92% მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ – 18.73%.

ყაზბეგში დათვლილია 10–ვე უბანი და წინასწარი შედეგებით ქართული ოცნების კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა მიიღო ხმების 44.61%, დემოკრატიული მოძრაობა– თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა – 26.88%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი