ფაროსანა მთავრობის კანცელარიაში. თბილისი, საქართველო. 11.10.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

2018 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი 4 მლნ ფაროსანასთან საბრძოლველად არასაკმარისია – ენმ

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აზიური ფაროსანასთან საბრძოლველად 2018 წლის ბიუჯეტში 4 მილოონი ლარია გამოყოფილი, რაც, საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, მავნებელთან საბრძოლველად არასაკმარისია.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იკითხეს, რატომ გამოიყო მწერთან საბრძოლველად ასე მცირე თანხა, რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა: “4 მილიონი ლარის გარდა, რომელიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული, იუ-ეს-ეი -დი აქტიურად არის ჩართული მწერთან ბრძოლის პროგრამაში, როგორც ფინანსური, ასევე კვლევითი კუთხით.”

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მთავრობა, უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად, მწერთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს და თუ მათი გადაწყვეტილებით, საჭირო გახდება დამატებითი ფინანსები, 2018 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსება გაიზრდება.

ფაროსანა მთავრობის კანცელარიაში. თბილისი, საქართველო. 11.10.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ფაროსანა მთავრობის კანცელარიაში. თბილისი, საქართველო. 11.10.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი


მოკლედ: 

  • საქართველოში აზიური ფაროსანა ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში.
  • აზიური ფაროსანა 9 ოქტომბერს დაფიქსირდა თბილისშიც.
  • აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც იკვებება მცენარეებით.
  • აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების წესები ციტრუსოვან კულტურებში და სპეციალისტების რჩევები.
  • მავნებელი, რომლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საქართველოში პირველად  2015 წელს გამოჩნდა და საქართველოს მილიონობით ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.