ვინ არიან ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი გუნდი წარადგინა.

გუნდის წევრები ელისაშვილმა თავად წარუდგინა მედიას:

  • დავით ნიკოლაიშვილი – ურბანისტი, აშშ-ის ქალაქ ცინცინატში მიიღო განათლება.
  • ვატო სურგულაძე – ბოსტონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის განხრით მიიღო განათლება. იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მერიაში ჩაიბარებს სოციალურ მიმართულებას
  • დევი ტაბიძე – ექიმი, აკადემიკოსი. მერიაში ჩაიბარებს სოციალურ მიმართულებას.
  • ნატო კირვალიძე – 28 წელია გარემოსდაცვითი საქმიანობითაა დაკავებული.
  • სანდრო სარალიძე – არქიტექტორი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მუშაობდა თბილქალაქპროექტში, ასევე მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში.
  • ნინო კორძახია – არქტექტორ-რესტავრატორი. თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტებში იყო ჩართული. მუშაობდა თბილისის განვითარების ფონდში, ახლა იკომოს-საქართველოს წევრია.
  • ნანა ოქრუაშვილი – სამუზეუმო საქმიანობის სპეციალისტი. 2007-2016 წლებში თოჯინების მუზეუმის დირექტორი იყო.
  • ირაკლი ჯუღელი – მუშაობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
  • ივანე ნორაკიძე – ამჟამად არის ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პროფესიით იურისტია.

ელისაშვილის თქმით, ეს 9 ადამიანი არის ნაწილი იმ გუნდისა, რომლებიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში თბილისი გახდება მოქალაქეებისთვის საცხოვრებლად კომფორტული ადგილი.

“მე გულმოდგინედ ვარჩევდი პროფესიონალებს და თან კეთილსინდისიერ ადამიანებს. ვინაიდან არაკეთილსინდისიერი პროფესიონალი არის ყველაზე საშიში. არაკეთილსინდისიერი პროფესიონალების ნამოქმედარია, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით”, – განაცხადა ელისაშვილმა თავისი გუნდის წევრების წარდგენისას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com