ახალი ამბები

14 მოსამართლე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა უვადოდ დანიშნოს

9 ოქტომბერი, 2017 • 3209
14 მოსამართლე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა უვადოდ დანიშნოს

დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაესაუბრება 14 მოსამართლეს, რომლებმაც უვადოდ დანიშვნის შესახებ განაცხადი გააკეთეს. გასაუბრებები 9, 10 და 11 ოქტომბერს გაიმართება და საბჭო, ჯამში, 40-მდე მოსამართლის უვადო დანიშვნაზე იმსჯელებს.

გასაუბრების პროცესი ჟურნალისტებისთვის დახურულია. სხდომის დაწყებამდე კომენტარი საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საბჭო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს იმ საკითხის გადაწყვეტას, თუ რამდენად არის შესაფერისი ესა თუ ის კანდიდატი მოსამართლედ უვადოდ გასამწესებლად.

“იმედი მაქვს, საბჭოს ყველა წევრი ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება წინასწარი შეთანხმება, ვინაიდან ეს არის, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, ვინაიდან სწორედ ახლა ხდება მოსამართლეების უვადოდ გამწესება,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

დღეს საბჭო იმსჯელებს იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზეც, ვისი სახელიც დაკავშირებულია გახმაურებულ საქმეებთან, სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობას იკავებს, ან არის თვითონ საბჭოს წევრი.

[highlight color=”green”]დიმიტრი გვრიტიშვილი

დიმიტრი გვრიტიშვილი 2008-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2012 წლიდან მუშაობს, ხოლო 2015 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა. ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭომ 2017 წლის 5 ივნისს დანიშნა. 24 ივნისს კი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. 2012 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი იყო მოსამართლე საქმეზე, სადაც დაადგინა, რომ ნათია მოგელაძის უწყებამ 5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია. ივანიშვილის მაშინდელი ადვოკატები, ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე გვრიტიშვილის აცილებას ითხოვდნენ. ბესელიამ იგი ფორმალური სასამართლოს მოწყობაში დაადანაშაულა და მიკერძოებული უწოდა.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის სახელს სხვა გახმაურებული საქმეებიც უკავშირდება. ასეთია დიღმის ტყე–პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის საქმე, დაჩი ცაგურიასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯა და ა.შ.

[highlight color=”green”]ირაკლი შენგელია
ირაკლი შენგელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასევე მოქმედი წევრია. 2004-2005 წლებში შენგელია მუშაობდა შსს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე; 2005 წელს – გორის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2006-2007 წლებში – მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 2007 წელს – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად; 2007 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. მოსამართლე ირაკლი შენგელიამ 2011 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პოლიციელის ჩვენებაზე სანდო ჩვენება ვერ წარმოუდგენია. მის ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „მაშინ რა საჭიროა სასამართლო, პირდაპირ მიუსაჯეთ პატიმრობა.“
[highlight color=”green”]მერაბ გაბინაშვილი
მერაბ გაბინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

2000 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო შემდეგ – უფროს გამომძიებლად; 2005-2006 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად;

2006-2012 წლებში სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში მუშაობდა, 2012 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე;

2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომაზე 4 წლის ვადით იყო არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

[highlight color=”green”]სპარტაკ პავლიაშვილი
მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს განიხილავდა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეს, დავით კირკიტაძის საქმეს,  ცნობილი ფილმის, “ქუჩის დღეების” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ირაკლი რამიშვილის ნარკოდანაშაულის საქმეს.
სპარტაკ პავლიაშვილი  2005-2006 წლებში იყო თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონული სასამართლოში (თიანეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრანტ მოსამართლედ); იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის 1/304 გადაწყვეტილებით დაინიშნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 29 ივლისის 1/83 გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ;
[highlight color=”green”]მალხაზ ენუქიძე

მალხაზ ენუქიძე 1991-1993 წლებში მუშაობდა გორის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად; 1993-1998 წლებში იყო გორის რეგიონული სამხედრო სასამართლოს მოსამართლე; 1998-2000 წლებში მუშაობდა გორის ადვოკატურის ადვოკატად; 2000-2007 წლებში იყო კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2011-2012 წლებში იყო წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2014-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

2015 წლის აგვისტოდან კი არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

[highlight color=”green”]შორენა წიქარიძე

შორენა წიქარიძე 2006-2009 წლებში მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე; 2011-2016 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
[highlight color=”green”]ირაკლი აბშილავა

ირაკლი აბშილავა 2006-2007 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში, მრჩევლის თანამდებობაზე; 2007-2012 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლიდან კი არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში; 2013 წლის ივნისიდან სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის  გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

 [highlight color=”green”]ეკატერინე გაბრიჩიძე
ეკატერინე გაბრიჩიძე 2006-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009 წელს (თებერვლიდან – დეკემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში; 2009-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; 2012-2013 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში; 2013-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

[highlight color=”green”]მაკა გველესიანი
მაკა გველესიანი 2006-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ; 2013 წლიდან 2016 წლის 21 თებერვლამდე – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2016 წლის 22 მაისამდე ამავე სასამართლოში მაგისტრის მოვალეობის შემსრულებლად, 2016 წლის 25 ივლისამდე- ამავე  სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.

[highlight color=”green”]გიორგი გოგიაშვილი
გიორგი გოგიაშვილი 2001 წელს დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2004-2005 წლებში კი იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2005-2010 წლებში ჩარიცხული იყო მოსამართლეთა რეზერვში. 2006-2016 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი იყო;

2016 წლის ივლისში გოგიაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა.

[highlight color=”green”]მაკა გორგოძე
მაკა გორგოძე 2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009- 2012 წლებში მივლინებული იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, პარალელურად დავალებული ჰქონდა ხარაგაულის მაგისტრანტი მოსამართლის უფლებამოსილება.

2010-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2012-2016 წლებში – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.

[highlight color=”green”]მირანდა ერემაძე
მირანდა ერემაძე 2006 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; 2007 წლის 9 იანვარს – მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
2010-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2016 წელს იყო მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.

[highlight color=”green”]მარინა ხოლოაშვილი
მარინა ხოლოაშვილი 1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ. 1999-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2006-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.

[highlight color=”green”]მაია თეთრაული
მაია თეთრაული 2005-2006 წლებში მუშაობდა გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორად.

2006-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2016 წლებში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი