ახალი ამბები

პრეზიდენტი სუამის ლიდერებს რეგიონში უსაფრთხოებზე და თანამშრომლობის განვითარებაზე ესაუბრა

8 ოქტომბერი, 2017 • 1778
პრეზიდენტი სუამის ლიდერებს რეგიონში უსაფრთხოებზე და თანამშრომლობის განვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სუამის საიუბილეო თარიღს და საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის როლს.

როგორც ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს თანამშრომლობა სუამის ფორმატში. აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს ფორმატი, რომელიც უნიკალურია და ითვალისწინებს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას, კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, სუამის საშუალებით, უფრო კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დგას საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და უკრაინის წინაშე. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თემატიკას, სექტორულ თანამშრომლობას და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს.

2017 წლის 8 ოქტომბერს თბილისში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს მიეძღვნა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისს სუამის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის ხელმძღვანელობით.

გიორგი მარგველაშვილმა სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა

მასალების გადაბეჭდვის წესი