ახალი ამბები

ივნისი “მწვანე თვედ” გამოცხადდა

4 ივნისი, 2013 • 1616
ივნისი “მწვანე თვედ” გამოცხადდა

მანამდე, 5 ივნისს, სამინისტრო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც 1972 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

 

გაეროს გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში  საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

 

2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი“ – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.

 

ფაქტები და სტატისტიკა:


  • დღეისათვის მოსახლეობის რიცხვი 7 მილიარდზე მეტს შეადგენს, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 9 მილიარდამდე გაიზრდება;
 
  • მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე საკმარისი რესურსია 7 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად, მოპოვებული და წარმოებული საკვების მესამედი უსარგებლოდ იკარგება;
 
  • ყოველწლიურად იყრება 1.3 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი. წლის განმავლობაში ამავე რაოდენობის საკვები ესაჭიროება საჰარის აფრიკას;
 
  • პროდუქტთან ერთად იფლანგება მთელი ის რესურსი, რომელიც მისი წარმოებისთვისაა საჭირო. მაგალითად, 1 ლიტრი რძის საწარმოებლად 1000 ლიტრი წყალი იხარჯება, ხოლო ძროხის გამოსაკვებად და ჰამბურგერის დასამზადებლად – 16 000 ლიტრი;
 
  • ყოველ 3,6 წამში ერთი ადამიანი შიმშილით იღუპება;
 
  • დედამიწის ყოველი მე-7 მცხოვრები უვახშმოდ იძინებს;
 
  • ყოველწლიურად  დედამიწაზე  დაახლოებით 75 000 ადამიანი ხდება ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი;
 
  • წყლის უხარისხობით გამოწვეული დაავადებების მიზეზით წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება;
 
  • დედამიწაზე ყოველდღიურად 5 წლამდე ასაკის 20 000 ბავშვი იღუპება შიმშილის და არასაკმარისი კვების გამო;
 
  • ХХ საუკუნის მანძილზე შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა ათასჯერ აღემატება წინა საუკუნეებში იგივე მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვს;
 
  • 20 წლის განმავლობაში მტკნარ წყალში თევზის რაოდენობამ 50%-ით იკლო;
 
  • საკვების წარმოებისათვის საჭიროა დედამიწაზე საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიის 25 პროცენტი, სუფთა წყლის დაფარვის არეალის 70 პროცენტი, გაჩეხილი ტყეების 80 პროცენტი და სასათბურე აირების გაფრქვევის 30 პროცენტი. ყოველივე ეს იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ხმელეთით სარგებლობის ცვლილებებს.

 

 

16 ივნისს დაგეგმილ დასუფთავების აქციში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას მიიღებს 10 000-ზე მეტი მოხალისე.

 

ფაქტები და სტატისტიკა ნარჩენების შესახებ:

 

სხვადასხვა ნარჩენის სრულად დასაშლელად საჭიროა: ქაღალდის ხელსახოცი – 2-3 კვირა; ბანანის ქერქი – 3-4 კვირა; ქაღალდის პარკი – 1 თვე; გაზეთი  – 1,5 თვე; ვაშლის ნარჩენი – 2 თვე; ფორთოხლის ქერქი – 6 თვე; შალის წინდა – 1- 5 წელი; რძის ქაღალდის ყუთი – 5 წელი ; სიგარეტის ნამწვი – 10 – 22 წელი; ტყავის ფეხსაცმელი – 25-40 წელი; ფენოპლასტის ჭიქა –  50 წელი; რეზინის საბურავი – 50 – 80 წელი; ალუმინის ქილა – 200-500 წელი; ბავშვის ერთჯერადი საფენი – 500 წელი; პლასტმასის ბოთლი – 450 წელი; პოლიეთილენის პარკი – 200-1000 წელი

 

ზოგადი ინფორმაცია პოლიეთილენის მავნებლობის შესახებ:

 

– მთელ მსოფლიოში წელიწადში 4 ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი გამოიყენება;

 

– ყოველწლიურად ოკეანეში ხვდება 6 300 000 ტონა ნარჩენი, რომლის უმთავრეს ნაწილს პოლიეთილენი შეადგენს;

 

– ყოველწლიურად პოლიეთილენის გამო იღუპება 1 000 000 ჩიტი და 100 000 ზღვის ბინადარი;

 

– 2005 წელს მუმბაიში პოლიეთილენით გაჭედილი სანიაღვრე არხებით გამოწვეული წყალდიდობით დაიღუპა 1000 ადამიანი

 

უკვე 40 ქვეყანამ შეზღუდა/აკრძალა პოლითილენის პარკების  გაყიდვა ან წარმოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი