ქუჩა, როგორც გალერეა – ფრანგი არტისტის ფოტოინსტალაციები

ჟიარი JR, იგივე ჟან რენე, 34 წლის თანამედროვე ფრანგი არტისტია, რომელსაც პარიზელ ბენქსსაც უწოდებენ.  ქუჩა, როგორც აღნიშნავს ხოლმე, მისთვის „მსოფლიოს ყველაზე დიდი გალერეაა“. 34 წლის ჟიარი ძირითადად სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის ნამუშევრებს ქმნის და საზოგადოებრივ ადგილებში დიდი ფოტოინსტალაციების საშუალებით გამოხატავს პროტესტს სხვადასხვა ქვეყანაში ზეწოლის, ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.

2017 წლის სექტემბრში ჟიარმა უზარმაზარი ფოტოინსტალაცია დაამონტაჟა ამერიკა-მექსიკის საზღვართან: ქვეყნების გამყოფ ბარიერზე თითები ჩამოუდია პატარა, მომღიმარ მექსიკელ ბიჭს და ინტერესით იხედება ამერიკისკენ.

ფოტო: JR-ART.NET

ფოტო: JR-ART.NET

ინსტალაციის იდეა არტისტს დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ გაუჩნდა, რომლის მიხედვითაც ამერიკამ გადაულახავი საზღვარი უნდა ააგოს მექსიკელი არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად. ინსტალაციის დამონტაჟების შემდეგ ჟიარმა პარიზში პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებაში არტისტის როლსა და საემიგრაციო საკითხებზე ისაუბრა. ამ თემაზე ნიუ-იორკში უცნაური ინსტალაციაც მოაწყო: აზერბაიჯანიდან ამერიკაში ჩასული 20 წლის ელმარი გადაიღო და მისი 50-მეტრიანი გამოსახულება მანქანების სავალ ნაწილზე  განათავსა.

ინსტალაციის კონცეფცია ასეთი იყო: ადამიანები ყოველდღიურად დააბიჯებენ ემიგრანტის გამოსახულებაზე, ისე, რომ ვერც კი ამჩნევენ მას, თუმცა თუკი ხედვის კუთხეს შევცვლით და ზემოდან დავხედავთ ქალაქს, ემიგრანტს  მკაფიოდ დავინახავთ, მის გამოსახულებაზე მოსიარულე ადამიანებს კი -მხოლოდ ჩრდილებად.

ფოტო: JR-ART.NET

ფოტო: JR-ART.NET

ჟიარის ნახატებსა და ფოტოინსტალაცებს შეხვდებით როგორც რიო დე ჟანეიროს ფაველებში, ღარიბ უბნებში, ასევე, პალესტინა-ისრაელის უზარმაზარ, სასაზღვრო ბეტონის კედელზე, საიდანაც მის მიერ გადაღებული, სიცილისგან ჩაბჟირებული იმამებისა და რაბინების ფოტოები გადმოგცქერით. კონფლიქტების ზონაში მსგავსი მოულოდნელობა აბნევს მნახველს და ომების, კონფლიქტების აბსურდულობაზე აფიქრებს.

ფოტო: tes.com

ფოტო: tes.com

„ქალაქის ნაოჭები“, სტამბული. ფოტო: JR-ART.NET

„ქალაქის ნაოჭები“, სტამბოლი. ფოტო: JR-ART.NET

დაკვირვებიხართ საკუთარ რეაქციებს მყარად ფესვგადგმული წარმოდგენების მსხვრევისას? რა გემართებათ ხოლმე ამ დროს? მსგავს კითხვებზე პასუხი აინტერესებდა არტისტს, როცა ფოტოების საშუალებით პარიზის ერთ-ერთი სიმბოლური ნაგებობა, ლუვრის სამკუთხედი „გააქრო“.

ფოტო: JR-ART.NET

ფოტო: JR-ART.NET

ფოტოინსტალაცია პარიზის პანთეონში. ფოტო: R-ART.NET

ფოტოინსტალაცია პარიზის პანთეონში. ფოტო: R-ART.NET

2011 წელს ჟიარს TED-ის პრიზი (Technology, Entertainment, Designe Prise) მიენიჭა „სამყაროს შეცვლის დიდი სურვილისთვის“.

2017 წლის მაისშიკი კანის კინოფესტვალზე ანიეს ვარდასა და ჟიარის ერთობლივი ნამუშევარი „სახეები,სოფლები“ (Visages,Villages) კონკურსგარეშე ნაჩვენებ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. ფილმში 34 წლის ჟიარი და 89 წლს ანიეს ვარდა ერთად მოგზაურობენ და ხალხისგან დაცლილ საფრანგეთის სოფლებს იღებენ.

ჟიარი

ჟიარი

მთავარი ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/PAUL BUCK 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ნერგაძე