11160

“ოცნება” ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის 300 ათას ლარზე მეტს ტელეიმედს გადაუხდის

მმართველი პოლიტიკური გუნდი – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის ნახევარ მილიონზე მეტს დახარჯავს 19 ტელევიზიაში, თუმცა ამ თანხის ნახევარზე მეტს – 344 825 ლარს მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას,  “იმედს” გადაუხდის.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” მიერ  წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მმართველმა პარტიამ 599 457 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა ტელევიზიებთან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში.

კონტრაქტები თბილისში მხოლოდ სამ არხთანაა გაფორმებული, ესენია: იმედი, მაესტრო და კავკასია, დანარჩენი ხელშეკრულებები რეგიონულ მაუწყებლებთანაა დადებული. როგორც ცესკოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, ქართულ ოცნებას ფასიან პოლიტიკურ რეკლამაზე ხელშეკრულებები არ გაუფორმებია ტელეკომპანია რუსთავი 2–თან.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კვალიფიციური სუბიექტები ასევე სარგებლობენ უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლებით.

გთავაზობთ იმ ტელეკომპანიების ჩამონათვალს, რომლებთანაც ქართულმა ოცნება ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვისთვის ხელშეკრულებები გააფორმა:

  1. შპს ტელეკომპანია თანამგზავრი (თელავი) – 12 600 ლარი
  2. შპს ტვ 25 (ბათუმი) – 20 160 ლარი
  3. შპს ტელეკომპანია გურჯაანი (გურჯაანი) – 11 200 ლარი
  4. შპს ტელერადიოკომპანია ბორჯომი (ბორჯომი) – 9 800 ლარი
  5. შპს ტელეიმედი (თბილისი) – 344 825 ლარი
  6. შპს სტუდია მაესტრო (თბილისი) – 12 740 ლარი
  7. ააიპ საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო–ტელევიზია ფარვანა (ნინოწმინდა) – 5 600 ლარი
  8. შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში (ზუგდიდი) – 21 000 ლარი
  9. შპს ტელერადიოკომპანია ატვ (ახალქალაქი)–12 – 5 600 ლარი
  10. შპს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა (ფოთ) – 11 760 ლარი
  11. შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი (ბოლნისი) – 4 200 ლარი
  12. შპს მარნეული ტვ (მარნეული) – 11 200 ლარი
  13. შპს ტელეკომპანია დია (ხაშური) – 22 400 ლარი
  14. შპს ტელერადიოპრეს კომპანია ზარი (სამტრედია) – 11 200 ლარი
  15. შპს ტელეკომპანია ეგრისი (სენაკი) – 11 200 ლარი
  16. შპს ტელერადიოკომპანია რიონი (ქუთაისი) – 26 432 ლარი
  17. ააიპ თავისუფალი მედია სივრცე (ოზურგეთი) – 11 760 ლარი
  18. შპს ტელეკომპანია კავკასია (თბილისი) – 28 980 ლარი
  19. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა–ტვ (ხონი) – 16 800 ლარი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი