ურკაინა VS საქართველო, ევრობასკეტი 2017. ფოტო: FIBA

ევრობასკეტი 2017: გემრანიის შემდეგ, საქართველო უკრაინასთანაც დამარცხდა

ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ფავორიტ ლიტვასთან მოგებისა და გერმანიასთან წაგების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ აუდსაიდერ უკრაინასთან დამარცხდა, ანგარიშით: 81:88.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი (17) ქულა გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ მოაგროვა. თორნიკე შენგელიამ 16 ქულა გააკეთა, ხოლო დუდა სანაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა 11-11.

დღევანდელ შეხვედრაში თითქმის ყველა უკრაინელ კალათბურთელს წაივუდა თამაში: პუსტაზვანოვმა 8 ქულა მოაგროვა, ლუკაშოვმა და ლიპოვმა 17-17, ბობროვმა 16. მათ შორის საუკეთესო იყო პუსტავოი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 19 ქულა ჩაუგდო.

ევრობასკეტის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვას მოუგო 2 ქულით, რის შემდეგაც გერმანიასთან ფავორიტის სტატუსით გავიდა სათამაშოდ, თუმცა მეორე შეხვედრაში 10 ქულით დამარცხდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო შემდეგ იტალიას დაუპირისპირდება.

ურკაინა VS საქართველო, ევრობასკეტი 2017. ფოტო: FIBA

ურკაინა VS საქართველო, ევრობასკეტი 2017. ფოტო: FIBA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.