ახალი ამბები

ევრობასკეტი 2017: საქართველო გერმანიასთან 10 ქულით დამარცხდა

2 სექტემბერი, 2017 • 2296
ევრობასკეტი 2017: საქართველო გერმანიასთან 10 ქულით დამარცხდა

ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიასთან 10 ქულით (67:57) დამარცხდა. საქართველოს ევრობასკეტზე ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს, ხოლო გერმანიას უკვე ორი მოგება დაუგროვდა და ჯგუფის ლიდერია.

ილიას ზუროსის ნაკრები დღევანდელ მეტოქესთან ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა გერმანელებმა საქართველოს ნაკრები მარტივად დაამარცხეს. როგორც ლიტვის წინააღმდეგ, ქართველი კალათბურთელებს დაცვაში თამაში აღარ გამოსდიოდათ და ხშირად ვერც ზუსტად ისროდნენ კალათში.

გერმანიის ნაკრებიდან საუკეთესო იყო დენის შრედერი, რომელმაც 23 ქულა ჩაუგდო ზუროსის გუნდს. საქართველოს ნაკრები ორი პერიოდის შემდეგ 3 ქულით მარცხდებოდა.

მესამე პერიოდში ზუროსის ნაკრები დაწინაურდა, თუმცა მეოთხე პერიოდში თითქმის აღარაფერი გამოუვიდათ. შედეგად, გერმანიამ ათი ქულით დაამარცხა საქართველო.

ევრობასკეტის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლიტვა 2 ქულით დაამარცხა და შესაძლოა ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს უკრაინასთან გამართავს.

თორნიკე შენგელია გერმანიის წინააღმდეგ, ევრობასკეტი 2017. ფოტო: FIBA

თორნიკე შენგელია გერმანიის წინააღმდეგ, ევრობასკეტი 2017. ფოტო: FIBA

მასალების გადაბეჭდვის წესი